ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
საგრანტო პროექტები
პუბლიკაციები
საერთაშორისო
საგანმანათლებლო
საქართველო
თბილისი
მეც. აკადემია
განათლ. და მეცნ.      სამინისტრო
თსუ
სხვა

          

მასობრივი განადგურების იარაღის
გაუვრცელებლობის სასწავლო ცენტრი




ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მგი გაუვრცელებლობის სასწავლო ცენტრი არსებობს 2005 წლიდან. ცენტრი ჩამოყალიბდა ინსტიტუტის თანამშრომელთა იმ ჯგუფის ბაზაზე, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის დანერგვასა და დამკვიდრებაში.

მასობრივი განადგურების იარაღის, კერძოდ კი ბირთვული და რადიაციული იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოსათვის აქტუალური გახდა 90-იანი წლებიდან. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს არ ჰქონდათ საკუთარი საზღვრის დაცვის სტრუქტურები, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ერთერთი პირველი რიგის ამოცანა მოშიშვლებული სახელმწიფო საზღვრების დამცავი სამსახურების შექმნა გახდა.

ამ პრობლემამ განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, რადგან საქართველოზე გადის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ქრისტიანობასა და ისლამს შორის და რაც მოცემულ შემთხვევაში მთავარია, ბირთვული იარაღის მქონე და მის მოსურნე ქვეყნებს შორის.

ახლად შექმნილ სამართალდამცავ სტრუქტურებს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო მიმოქცევასთან საბრძოლველად არ გააჩნდათ არც ცოდნა და არც გამოცდილება.

ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტს ჰქონდა საკვლევი ბირთვული რეაქტორის ექსპლუატაციის მრავალწლიანი გამოცდილება, რამაც განაპირობა ინსტიტუტის მონაწილეობა საქართველოს საზღვრებზე ბირთვული გაუვრცელებლობის სასწავლო პროგრამებში. მათ შორის:
  • დაცვის მეორე ხაზის ფარგლებში - საქართველოს საზღვრებზე რადიაციული მონიტორების დამონტაჟება და სასაზღვრო დაცვისა და საბაჟო პერსონალის მომზადება
  • ექსპორტის კონტროლის პროგრამის ფარგლებში - მებაჟეების მომზადება ეგრეთ წოდებული ორმაგი დანიშნულების მასალებისა და ტექნოლოგიების1 ამოცნობასა და კონტროლისათვის.
პრაქტიკულად ყველამ, ვინც იმ წლებში სახელმწიფო საზღვრებზე მუშაობდა, გაიარა სწავლების ეს კურსები. შემდგომში კი უწყებებმა თვად შექმნეს კადრების მომზადების სისტემა.

შემდგომში ეს მუშაობა გაფართოვდა და ბირთვულ უსაფრთხოებას დაემატა ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტი. დიდმა გამოცდილებამ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროებში საშუალება მოგვცა სათანადო დარგის სპეციალისტების კვალიფიციის ასამაღლებლად და დაგვიგროვა სასაწავლო და სადემონსტრაციო მასალები, რამაც განაპირობა შემდგომ სასწავლო ცენტრის დაფუძნება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მეგობარი ქვეყნების, აშშ-ს, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და სხვათა უდიდესი წვლილი, რომელიც მათ თავისი გამოცდილებითა და მატერიალური რესურსებით შეიტანეს ამ სწავლებების წარმატებაში და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის შექმნაში.

ამჟამად ცენტრი აწყობს ტრენინგებს ჟურნალისტების, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისა და მოსწავლეთათვის. მასპინძლობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გაუვრცელებლობის თემატიკით. მზადდება მიზნობრივი კურსები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისათვის. გარდა სასწავლო საქმიანობისა, ცენტრი თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშოერისო ორგანიზაციებთან, ამზადებს პუბლიკაციებს და მასპინძლობს ღონისძიებებს ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის საკითხებზე.

სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ცალკე მიმართულებაა აშშ-ს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ნაციონალური ლაბორატორიის ხელმძღვანელობით ორგანიზებული ტრენინგები, "არადეკლარირებული საქმიანობის" გამოსავლენად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებისათვის, რომელიც ტარდება ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის რადიო-ქიმიური ლაბორატორიაში. ეს ტრენიგები უკვე ათი წლის განმავლობაში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მსმენელები სხვა მასალასთან რთად შეისწავლიან ინსტიტუტში შექმნილი სპეციალური ხელსაწყო-სამარჯვების მოხმარებას ძნელადმისაწვდომი ადგილებიდან (ტრაპები, სავენტილაციო არხები და ა.შ.) ნიმუშების ასაღებად.

ცენტრის თანამშრომლები რეგულარულად აკეთებენ მოხსენებებს (მონაწილეობენ) სათანადო პროფილის ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე როგორიცაა INMM Institute of Nuclear Material Management – ბირთვული მასალების მართვის ინსტიტუტი, ბირთვული უშიშროების კონგრესი (აშშ), RRRFR (Russian Research Reactor Fuel Reapatriation Program) technical meeting Lessons learned – ბირთვული საწვავის რეპატრიაციის პროგრამის ყოველწლიური ტექნიკური შეხვედრა,აესს-ს სხადასხვა კონფერენციები, აესს-ს კონფერენციები და სხვა ტიპის ღონისძიებები.

1 მასალები და ტექნოლოგიები რომლებიც გამოიყენება როგორც სამხედრო ისე მშვიდობიანი მიზნებისათვის და რეგულირდება სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებებით.