ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევები
ბოლოდროინდელი
     გრანტები და პროექტები

პუბლიკაციები

          

გამოყენებითი კვლევების ცენტრი

კვლევები

(რეაქტორის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შემდგომ პერიოდში)

დღეისათვის გამოყენებითი კვლევების ცენტრის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი პრიორიტეტებია მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეების მიერ დაბინძურებული ნიადაგიდან რადიონუკლეიდებისა და ტოქსიკური ელემენტების შეთვისების თავისებურებების შესწავლა და ასევე წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოების მიერ ახლომდებარე ნიადაგების დაბინძურების დონის განსაზღვრა. კვლევის ამ ეტაპზე ცდებმა აჩვენა, რომ ნიადაგიდან Cs-137-ის შეთვისებისას ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები განსხვავებულად იქცევიან და ამ რადიოაქტიურ იზოტოპის შეთვისებას მკვეთრად არამონოტონური ხასიათი აქვს. მინერალური ნედლეულის მომპოვებელი საწარმოები გავლენას ახდენენ ჰაერზე და ნიადაგზე. საქართველოში ამ პროფილის 2 დიდი საწარმოა: RMG (აღმოსავლეთ საქართველოში და GM დასავლეთ საქართველოში). აღსანიშნავია, რომ მოსაპოვებელი მადნის სპეციფიკიდან გამოდინარე ამ საწარმოების ზემოქმედება გარემოზე სრულიად განსხვავებულია. დმანისისა და ბოლნისის ნიადაგებში მძიმე ტოქსიკური ელემენტების კონცენტრაცია აღემატება ზდკ-ს, ჭიათურის რაიონის ნიადაგებში შემცირებულია იმ მსუბუქი ელემენტების რაოდენობა, რომელთა მიღება აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ესენია: Mg, K, Fe, Al.

მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეების მიერ დაბინძურებული ნიადაგიდან რადიონუკლიდების შეთვისების თავისებურებები შემდეგია:

  • მრავალწლიანი მცენარეები ნიადაგის რადიონუკლიდ Cs-137-ით დაბინძურების გარკვეული კრიტიკული მნიშვნელობის შემდეგ წყვეტენ რადიონუკლიდ Cs-137-ის ამოღებას.
  • რადიონუკლიდ Cs-137-ით ძლიერ დაბინძურებულ ნიადაგში (20000 ბკ/კგ) დათესილი ერთწლიანი მცენარეები ზრდის პროცესში ძალზე მცირე დოზით იღებენ Cs-137-ს, რაც მათი თავდაცვის უნარიანობითაა განპირობებული.
  • ერთწლიანი მცენარეების მიერ ნიადაგიდან Cs-137-ის დიდი რაოდენობით შეთვისება ხდება მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ Ka-ის მიღებას.
  • ჩვენი აზრით ეს თავისებურება იმით არის განპირობებული, რომ ამ დროს მცენარე კვდომას იწყებს და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას წყალთან ერთად Cs-137-ის შესვლას.

დაგეგმილია, ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული ამ კვლევების გაგრძელება და, სავარაუდოთ, ამგვარი სხვა მიმართულების კვლევების დაწყება.

გამოყენებითი კვლევების ცენტრის თანამშრომლები ატარებენ ასევე სხვა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. მაგალითად, ჩატარდა სამუშაოების ციკლი სადაც შესწავლილი იქნა რადიოაქტიურად დაბინძურებული თხევადი მასალების გადაყვანა მყარ მდგომარეობაში რათა ამით შევამციროთ მათი გარემოში გაჟონვის ალბათობა. ასევე შესწავლილია წყლის ზედაპირის ნავთობით დაბინძურების გასუფთავების პრინციპიალური შესაძლებლობა ხის ნახერხის და აქტივირებული ხის ნახშირის საშუალებით.

ილიას უნივერსიტეტთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შესრულებული იქნა შემდეგი ორი კვლევითი სამუშაო.

ნიადაგში ბუნებრივი რადიონუკლიდების განაწილების შესწავლა და შესაბამისი რადიაციული საფრთხეების შეფასება წალკის რეგიონის მაგალითზე. ბუნებრივი რადიონუკლიდების, როგორიცაა 238U, 232Th და 40K , აქტიურობის კონცენტრაციის განსასაზღვრად (ბკ კგ-1) გამოყენებულ იქნა გამა-სპექტრომეტრული მეთოდი. ნიმუშები აღებულ იქნა ნიადაგიდან, სამხრეთ საქართველოს წალკის რეგიონში. განსაზღვრულ იქნა ნიადაგში რადიონუკლიდების შემცველობა (გ კგ-1 და ppm). გარდა ამისა, განისაზღვრა 137Cs - ის ხელოვნური რადიონუკლიდის კონცენტრაცია, რამაც აჩვენა სასწავლო ფართობის დაბინძურების ხასიათი. კვლევის შედეგების საფუძველზე გამოიანგარიშეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიზიკური პარამეტრის კრიტიკული სიდიდე, რაც აუცილებელია მოსახლეობისთვის რადიაციული ზემოქმედების რისკების შესაფასებლად. შედეგების შედარებით წინა სამუშაოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების შედეგების შედარებით წინა სამუშაოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, მიღებული იქნა შესაბამისი დასკვნები.

მეორე შრომაში შესწავლილი იქნა ნიადაგში ბუნებრივი რადიონუკლიდების განაწილება და რადიაციული საფრთხეების შეფასება ხრამის მასივის მაგალითზე. კვლევა ჩატარდა რადიონუკლიდების (238U, 232Th და 40K) ბუნებრივი განაწილების დადგენის მიზნით, ხრამის (Late Variscan crystal ) ვარისკანის ბროლის მასივში და ნიადაგებზე, რომლითაც დაფარულია მისი მიმდებარე ტერიტორია. გამოყენებულ იქნა გამა-გამოსხივების სპექტრომეტრი. მიღებული შედეგების საფუძველზე, რადიოლოგიური პარამეტრების (შენობის გარეთ შთანთქმული გამა გამოსხივების დოზის მაჩვენებელი, წლიური ეფექტური დოზა; რადიუმის ექვივალენტური მოქმედება) შეფასებით დადგინდა გამოყენებული სამშენებლო მასალების გამოსხივების საშიშროება. ხელოვნური 137Cs რადიონუკლიდის კონცენტრაციით გამოვლენილია საკვლევი ფართობის რადიოაქტიური დაბინძურების ხასიათი. განსხვავება დაფიქსირდა რადიონუკლიდების კონცენტრაციებს შორის, რომლებიც წარმოიშვა ვარისკანის ბროლის სუბსტრატის ხარჯზე და ახლახან ამოფრქვეული ლავას შედეგად. მიღებული შედეგები შედარებულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან და რეკომენდაციებთან (UNSCEAR, ICRP).

ასევე, ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ამჯერად საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, შესრულებული იქნა შემდეგი ერთი კვლევითი სამუშაო. განხილულია 137 Cs რადიონუკლიდის ვერტიკალური მიგრაციის პრობლემა ორი ქართული კურორტის - ურეკის და ბახმაროს ნიადაგში, რომლებიც ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ნიმუშები აღებულ იქნა ჩერნობილის კატასტროფიდან 31 წლისშემდეგ, ანუ ხსენებული რადიონუკლიდის ნახევარდაშლის პერიოდის გასვლის შემდეგ. 137 Cs -ის პრობლემისადმი დიდი ინტერესი აიხსნება სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მქონე ნიადაგებში მისი მიგრაციის გამოძიების მიზეზით. ნიადაგის ნიმუშები ორივე ადგილზე აღებულ იქნა ერთსა და იმავე დღეს (2017 წლის 15 ივლისი).