ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
ჯილდოები და გრანტები
პუბლიკაციები
კოსმოსური სხივების
     ფიზიკა


ATLAS კოლაბორაცია

CMS კოლაბორაცია

          

ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის
განყოფილება


განყოფილების გამგე
პროფ. ჯუანშერ ჩქარეული, ფ.-მ. მეცნ. დოქტ.
     Tel: +(995 32) 239 87 83
     Fax: +(995 32) 239 14 94
     E-mail: j.chkareuli@aiphysics.tsu.ge
                   j.chkareuli@iliauni.edu.ge

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0186 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6
ენფ განყოფილება: მოკლე მიმოხილვა

1. სამეცნიერო პროფილი

ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილება (ენფგ) დაარსდა 1952 წელს და იმ დროიდან მუშაობს ელემენტარულ ნაწილაკთა თეორიაში, კოსმოსური სხივების ფიზიკაში და ექსპერიმენტული მაღალი ენერგიების ფიზიკაში ამაჩქარებლებზე. წარსულში განყოფილების აქტივობის სფერო მოიცავდა ნაწილაკების ფიზიკის ასპექტებს, დაკავშირებულთ მეზონებისა და ბარიონების სუსტ ურთიერთქმედებასთან, ჰადრონების დრეკად და არადრეკად პროცესებთან, ნაწილაკების თვისებების აღწერასთან ველის კვანტური თეორიის ფარგლებში და ბევრ სხვას. დაწყებული გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან განყოფილება იყო აღიარებული ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ერთერთ წამყვან ცენტრად ყოფილ საბჭოთა კავშირში.

მომდევნო წლებში და დღემდე თეორიული კვლევა განყოფილებაში დაკავშირებულია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებთან, როგორიცაა კვარკებისა დალეპტონების ერთიანი თეორიები, სუპერსიმეტრიული მოდელები, დიდი გაერთიანება, სუპერსიმების ფენომენოლოგია, რელატივისტური სიმეტრიის სპონტანური დარღვევა და ლოკალური სიმეტრიების გენერაცია, ტოპოლოგიური დეფექტები ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, დამატებითი სივრცე–დროის განზომილებები და სხვა. თეორიული ჯგუფის წევრებმა მიიღეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი შედეგები. მათ შორის სპეციალურად აღსანიშნავია ჰორიზონტალური SU(3) სიმეტრიის შემოყვანა კვარკ–ლეპტონური თაობებისათვის, რომლის საფუძველზე პირველად ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში მოხერხდა კვარკებისა და ლეპტონების მასებისა და შერევების აღწერა, მასური სკალების იერარქიის პრობლემის გადაჭრა დიდი გაერთიანების სუპერსიმეტრიულ SU(3) მოდელის ფარგლებში, დიდი და უსასრულო ექსტრა-განზომილებიანი მემბრანული მოდელების განვითარება, ყალიბური ველების დინამიური წარმოშობის მექანიზმის გამოკვლევა რელატივისტური სიმეტრიის სპონტანური დარღვევის შედეგად და სხვა.

რაც შეეხება ექსპერიმენტულ კვლევებს, რომლებიც ამჟამად ტარდება განყოფილებაში, აქ ერთის მხრივ აღსანიშნავია ის სამეცნიერო პროგრამა, რომელიც წარმატებით სრულდება კოსმოსური სხივების ფიზიკაში მათი პირველადი შემადგენლობის დასადგენად და მეორეს მხრივ მაღალი ენერგიების ფიზიკის პროგრამა ამაჩქარებლებზე, სადაც უდავოდ დომინირებენ კვლევები ATLAS და CMS კოლაბორაციების ფარგლებში ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN, შვეიცარია).

2. თანამშრომლები

ამჟამად განყოფილების საქმიანობაში მონაწილეობს 25 მკვლევარი მეცნიერი და დამხმარე პერსონალი, მათ შორის 5 ასოცირებული წევრი (იხ. მარჯვნივ). განყოფილების მთელი რიგი ყოფილი თანამშრომლებისა მუშაობს დასავლეთის სამეცნიერო ცენტრებში ან იმყოფებიან იქ ხანგრძლივ მივლინებაში:

       ზურაბ ბერეჟიანი (Aquila U. & Gran Sasso)
       გიორგი დვალი (New-York U. & CERN & MPI)
       ილია გოგოლაძე (აფი & U. of Delaware)
       ოლეგ ყანჩელი (ITEP, Moscow)
       არჩილ კობახიძე (აფი & U. of Sydney)
       თეიმურაზ ლომთაძე (INFN, Pisa & CERN)
       ავთანდილ ხარჩილავა (Fermilab & CERN)
       ია იაშვილი (Fermilab & CERN)
       ედიშერ ცხადაძე (აფი && JINR & CERN)

3. საერთაშორისო თანამშრომლობა

განყოფილებას აქვს ხანგძლივი და მრავალმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობა მსოფლიოს ისეთ წამყვან ცენტრებთან ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში, როგორიცაა ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი (CERN, შვეიცარია), ფერმის და ბრუკჰეივენის ეროვნული ლაბორატორიები (აშშ), ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (რუსეთი), ნილს ბორის ინსტიტუტი (დანია), მერილენდის, დელავერის, გლაზგოს, მელბურნის, სიდნეის, ჰელსინკის უნივერსიტეტები და სხვა.
ამჟამად განყოფილება აქტიურად მონაწილეობს CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებში.

4. ორგანიზებული კონფერენციები

განყოფილება იყო ორგანიზატორი და თანაორგანიზატორი მთელი რიგი საერთაშორისო კონფერენციებისა ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. მათ შორის:
(i) Annual USSR Winter Schools on Particle Physics and Cosmology (Bakuriani, Georgia,     1970-1990);
(ii) The XVIIIth Rochester Conference on High Energy Physics (Tbilisi, 1976);
(iii) International Seminars "Quarks" (Tbilisi, 1982-1986);
(iv) George Chikovani Memorial Conference on High-Energy Physics (Tbilisi, 1988);
(v) International Workshop "Standard Model and Beyond" (Tbilisi, 1996);
(vi) International Workshop "Low Dimensional Physics and Gauge Principles"
    (Tbilisi, 2011).

5. პედაგოგიური მოღვაწეობა

ენფ განყოფილებას გააჩნია ხანგრძლივი ტრადიცია და სერიოზული გამოცდილება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების აღზრდისა და მათთან მუშაობისა, რომელიც ბოლო წლებში ხორციელდება ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან. სალექციო კურსები როგორიცაა "შესავალი სპეციალურ და ზოგად ფარდობითობის თეორიაში", "კვანტური მექანიკის საფუძვლები", "კვანტური ველები - თეორია და გამოყენებები", "სტანდარტული მოდელი და მის ფარგლებს გარეთ" რეგულარულად ტარდება განყოფილებაში. განყოფილებაში სწავლისა და კვლევების დასრულების შემდეგ სტუდენტების უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს მუშაობას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

6. თანამედროვე სტატუსი

ამჟამად ენფ განყოფილება აღიარებულია მსოფლიოში 500-ს მთავარ სამეცნიერო ცენტრებს შორის მაღალი ენერგიების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში. ეს და სხვა ინფორმაცია განყოფილების შესახებ, მათ შორის განყოფილების პუბლიკაციების საერთო სია (რომელიც აღემატება 1700-ს ბოლო 30 წლის განმავლობაში), ექსპერიმენტები რომელშიც განყოფილება მონაწილეობს და ა.შ. შეიძლება ინახოს მაღალი ენერგიების რეგულარულ საიტზე
http://inspirehep.net/
განყოფილების წევრები:

I. ნაწილაკთა თეორია

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ჯუანშერ ჩქარეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომლები:

მერაბ გოგბერაშვილი
ილია გოგოლაძე
ზურაბ კეპულაძე
ჯუანშერ ჯეჯელავა

II. ექსპერიმენტი

უფროსი მეცნიერი თანამშრომლები:

თენგიზ ბარნაველი
მანანა სვანიძე
იური ვერბეცკი
ედიშერ ცხადაძე
ლალი რურუა
ალექსი ღონღაძე

III. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი

აბესალომ იაშვილი
თეიმურაზ ხუსკივაძე
დევი ღარიბაშვილი
ნელი ერისთავი
ლევან კაკაბაძე
ემა მაილიანი
ეველინა კორინთელი
მზია ნიკოლაძე
გულნარა ცილიკიშვილი

IV. ასოცირებული წევრები

ზურაბ თავართქილაძე
არჩილ კობახიძე
თეიმურაზ ლომთაძე
მიხეილ მაზიაშვილი
მირიან წულაია