
|
 |
 |

|
|
|
ჩვენ ვაწარმოებთ სამეცნიერო კვლევებს
- ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის,
- კონდენსირებული გარემოს ფიზიკის,
- პლაზმის ფიზიკის,
- ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის,
- გამოყენებითი ფიზიკის
მიმართულებებით |
1950 წლის დეკემბერში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააფუძნა ფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც მის შემადგენლობაში იყო
2006 წლამდე. ამჟამად ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი.
ფიზიკის ინსტიტუტმა თანამედროვე სამეცნიერო პოტენციალი შეიძინა პროფესორ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ძალისხმევით.
იგი ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა თითქმის 40 წლის განმავლობაში და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფუძემდებლური
ექსპერიმენტების წყალობით თხიერი ჰელიუმის ზედენადი თვისებების შესწავლისას.
|
|
 |