ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
მოკლე ისტორია
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     ხელშეკრულებები

პუბლიკაციები
1) თეორიული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
2) ექსპერიმენტული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
3) გამოყენებითი პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება

გამოყენებითი პლაზმის ფიზიკის ლაბორატორია


ლაბორატორიის გამგე
გელა გელაშვილი   ფ.-მ. მეცნ. კანდიდატი
ტელ: +(995 32) 239 19 68
ფაქსი: +(995 32) 239 14 94

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0186 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6



1990-იანი წლების დასაწყისში განყოფილებაში დაიწყო ექსპერიმენტები
პლაზმის გამოყენებითი კვლევების მიმართულებით.

პირველ რიგში ეს იყო ფრეონის მავნე ნაერთების და შიდაწვის ძრავების გამონაბოლქვ აირებში მავნე NOx ნაერთების დაშლის შესაძლებლობების კვლევა, როგორც იმპულსური CO2 ლაზერის გამოსხივების (λ = 10.6μ, E = 50 ÷ 180 J, τ = 1 μs), ასევე სხვადასხვა კონფიგურაციის (წერტილოვანი, წრფივი, ტოროიდული) ნაპერწკლური განმუხტვების (U = 15÷25 kV, τ = 1÷10 μs) საშუალებით. დაშლის პროდუქტების იდენტიფიკაცია და ანალიზი ხდებოდა ძირითადად ინფრაწითელი სპექტრომეტრის Specord 75 IR -ის საშუალებით.

2015 წლიდან გამოყენებითი კვლევები გაგრძელდა სპეციალური კონსტრუქციის სტაციონალური პლაზმური ღუმელის გამოყენებით დაბალი ხარისხის ნახშირის ეფექტური წვის შესაძლებლობების კვლევის მიმართულებით. პლაზმური ღუმელის კვება ხდება ჩვენს განყოფილებაში აგებული სპეციალური, ოთხკუთხა ვოლტ-ამპერული მახასიათებლის მქონე, მუდმივი დენის წყაროს (P=15 kW, I= 20÷150 A) საშუალებით. წვის ნარჩენი პროდუქტების კვლევა ხდება თანამედროვე ინფრაწითელი სპექტრომერის Vertex 70 -ის და ელექტრონულ-რასტრული მიკროსკოპის Teskan Vega 3 LMU-ის საშუალებით.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევა პლაზმური-რკალური ღუმელის გამოყენებით სხვადასხვა ნივთიერების ნანოფხვნილების მიღების საშუალებების და მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებების დადგენა.
ლაბორატორიის წევრები:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი:

გელა გელაშვილი

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი:

დავით გელენიძე

უფროსი ინჟინერი:

გიორგი გეგეშიძე

უფროსი სპეციალისტი:

გიორგი გუმბერიძე

უფროსი ლაბორანტი:

გივი ფირცხალაიშვილი