ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
მოკლე ისტორია
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     თანამშრომლობა

პუბლიკაციები
1) თეორიული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
2) ექსპერიმენტული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
3) გამოყენებითი პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია

ლაზერული პლაზმა
   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - პუბლიკაციები
არანეიტრალური და
     იმპულსური პლაზმა

   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - პუბლიკაციები

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება

ადრინდელი ექსპერიმენტები

არანეიტრალური პლაზმა


არანეიტრალური პლაზმის კვლევები ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში ტარდება 1965 წლიდან. გამოკვლევების ობიექტს წარმოადგენს აირგანმუხტვადი არანეიტრალური ელექტრონული პლაზმა, რომლის გამოკვლევა ხდება მაგნეტრონის, შებრუნებული მაგნეტრონის და პენინგის უჯრედის ტიპის განმუხტვად მოწყობილობებში.
გამოკვლევების მიზანია არანეიტრალურ ელექტრონულ პლაზმაში მიმდინარე ფიზიკური პროცესების, მისი წონასწორობის პირობების, მაგნიტური ველის განივ ელექტრონების გადაადგილების მექანიზმების, ანომალური ელექტრონების წარმოქმნის მექანიზმების, პლაზმური შრის სტრუქტურაზე და მაგნიტური ველის განივად ელექტრონების ნეოკლასიკურ გადატანაზე ელექტრული და მაგნიტური ველების ასიმეტრიის გავლენის შესწავლა.
გამოკვლევების მიზანს ასევე წარმოადგენს არანეიტრალური ელექტრონული პლაზმის არაერთგვაროვნებები, მათი წარმოქმნის პირობები, მათგან გრიგალური სტრუქტურების ფორმირება, ამ სტრუქტურების დინამიკა და ურთიერთქმედება, მათი როლი ელექტრონების გადატანის პროცესებში, ელექტრონული შრის წონასწორობაში და ანომალური ენერგიის ელექტრონების წარმოქმნაში.
არანეიტრალური პლაზმის შესწავლა საჭიროა არა მხოლოდ ფუნდამენტური ფიზიკური პროცესების ახსნისათვის, არამედ სამეცნიერო-ტექნიკური გამოყენებისათვის: მაგნიტოელექტროსტატიკური იონსაჭერები, ტრუსტერები, კოსმოსური ვაკუუმის გაზომვები, მაგნეტრონული დასაფენი სისტემები და სხვა.