ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
მოკლე ისტორია
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     თანამშრომლობა

პუბლიკაციები
1) თეორიული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
2) ექსპერიმენტული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
ექსპერიმენტები ტოკამაკებზე
   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - ექსპერიმენტული კვლე-
           ვების დინამიკა ტოკა-
           მაკებზე

   - პუბლიკაციები
პლაზმა ღია მაგნიტურ
     მახეში

   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - ექსპერიმენტული კვლე-
           ვების დინამიკა ღია
           მაგნიტურ მახეებზე

   - პუბლიკაციები
დარტყმითი ტალღის
     ექსპერიმენტები

   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - პუბლიკაციები
3) გამოყენებითი პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება

ექსპერიმენტული პლაზმის ფიზიკის ლაბორატორია

კვლევები

ტოკამაკ TM-1-MH - ზე, CASTOR - ზე, COMPASS - ზე, TORE SUPRA - ზე და TEXTOR - ზე
ჩვენი კვლევების საგანი

  1. LH "წატაცების" დენი (იხილე პუბლიკაციები: 1-7, 10-12, 16*, 18, 21, 23, 26, 29*, 31*, 35*, 70):

    • ქვედა ჰიბრიდული (LH) ტალღების საშუალებით (მრავალკავშირიანი გრილი,
      1.25 GHz, 40 kW)
      ტოკამაკში არაინდუქტიური, ე.წ. "წატაცების" დენის გენერირება და ამ პირობებში პლაზმის თვისებების შესწავლა.
    • ტოკამაკში შენელებული ქვედა ჰიბრიდული ტალღების აღგზნებისათვის (10 GHz,
      10 kW)
      კვაზიოპტიკური "გრილის" კონსტრუირება და დამზადება.
    • კვაზიოპტიკური "გრილისათვის" LSE პოლარიზაციის ტალღის ფორმირება და ზმს ტალღმზიდური ტრაქტის აწყობა - გაწყობა.
    • ექსპერიმენტები ტოკამაკზე კვაზიოპტიკური "გრილის" გამოყენებით.

  2. პლაზმის ტურბულენტური თვისებების კვლევა (იხილე პუბლიკაციები: 8, 9, 13-15, 19, 22, 24, 25,
    27*, 29*, 31*, 38-46, 67-69, 71-82):

    • პლაზმის ტურბულენტური რეგულარული სტრუქტურების კვლევა და მისი გარედან კონტროლის მეთოდების დამუშავება (ელექტროდული და ზმს biasing-ი).
    • ტოკამაკ CASTOR-ის პერიფერიაში პლაზმის სიმკვრივის პულსირებადი "აფეთქებების" თვისებების კვლევა და მათი როლი პლაზმის გადატანაზე ტოკამაკის კედლისაკენ.
    • ტოკამაკ TORE SUPRA-ზე პულსირებადი "აფეთქებების" თვისებების კვლევა და მათი შედარება მოდელირებასთან, რომელიც ხორციელდება Tokam - 2D მაგნიტოჰიდროდინამიკური კოდით.
    • ტოკამაკ CASTOR-ზე და TORE SUPRA-ზე "აფეთქებების" კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი.
    • ტოკამაკ TEXTOR-ზე ასევე პულსირებადი "აფეთქებების" თვისებების კვლევა და მათი შედარება მოდელირებასთან, რომელიც ჩატარდება ATTEMPT კოდით.
    • ტოკამაკ TEXTOR-ზე დინამიური ერგოდული დივერტორის (DED) გავლენის შესწავლა პლაზმის ტურბულენტობაზე პულსირებადი "აფეთქებების" კვლევის საშუალებით და შედარებითი ანალიზი ელექტროდულ და ზმს biasing-თან.
    • ტოკამაკ CASTOR-ზე, TORE SUPRA-სა და TEXTOR-ზე "აფეთქებების" კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი.

  3. ზმს დიაგნოსტიკა (იხილე პუბლიკაციები: 16*, 17, 20, 27*, 28, 30, 32, 33, 35*, 36, 37, 47*-66*):

    • სამსიხშირიანი (29, 33, 35 GHz) O- და X- მოდის პოლოიდური და ტოროიდული კორელაციური რეფლექტომეტრის სქემის შემუშავება, დამზადება, ტოკამაკ CASTOR-ზე დამონტაჟება, აწყობა-გაწყობა და ექსპერიმენტები.
    • ტოკამაკ CASTOR-ისათვის პლაზმიდან EC - EBW გამოსხივების მარეგისტრირებელი 32 არხიან (17 - 40 GHz) რადიომეტრის კონსტრუირება, გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები.
    • მეტალურ საფენებზე დაფრქვეული კერამიკული მასალების დიელექტრიკული თვისებების ( ε და tg δ) განსაზღვრა ზმს მეთოდებით.

ტოკამაკ COMPASS - ზე და COMPASS-U- ზე ჩვენი კვლევების საგანი კვლავ იქნება პლაზმის ტურბულენტური თვისებების შესწავლა და ყოველმხრივი ანალიზი. მისი აღჭურვა ზმს დიაგნოსტიკური აპარატურით:
(იხილე პუბლიკაციები: 47*-66*)

  • 2 მმ დიაპაზონის ინტერფერომეტრის კონსტრუირება და დამზადება, ტალღმზიდური ტრაქტის დამონტაჟება ტოკამაკზე და ინტერფერომეტრის გაწყობა. ექსპერიმენტები ტოკამაკზე და მონაცემთა ბაზასთან პროგრამული ურთიერთობა. (ფუნქციონირებს)
  • EC - EBW გამოსხივების მარეგისტრირებელი 3 დიაპაზონიანი (26.5 - 40, 60 - 74.5,
    76.5 - 90 GHz) 16
    არხიანი რადიომეტრის კონსტრუირება, გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები. (ფუნქციონირებს)
  • უწყვეტად გადაწყობადი ფართო დიაპაზონის (18 - 72 GHz) რეფლექტომეტრის კონსტრუირება, აწყობა, დამონტაჟება, გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები. (ფუნქციონირებს)
  • მილიმეტრული დიაპაზონის დოპლერის რეფლექტომეტრის კონსტრუირება, აწყობა, დამონტაჟება, გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები. (დაგეგმილია 2017 წლის ბოლოს)