ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

პუბლიკაციები
რეალური კრისტალების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
დაბალი ტემპერატურების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
მაგნიტური სისტემების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
ქიმიური ტექნოლოგიები
   - კვლევები
   - კვლევები

          

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის
განყოფილება

რეალური კრისტალების ფიზიკა

კვლევები

კვლევის მეთოდები

რეალური კრისტალების კვლევები ძირითადად (ექსპერიმენტი) ფუნდამენტური ხასიათისაა. მათი დიდი ნაწილი განეკუთვნება მყარი სხეულების რადიაციული ფიზიკის დარგს. კვვლევის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხშირია შემთხვევები, როცა მიღებული შედეგები პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას ამჟღავნებენ და ამ დროს ბუნებრივად ხორციელდება წიაღსვლები მასალათმცოდნეობის კუთხითაც (ლაზერული შეღებვის ცენტრების სტაბილიზაცია, ოქსიდების დოზიმეტრიული თვისებები სწრაფი ნეიტრონების დეტექტირების მიზნით, ფორმის მეხსიერების მქონე ლითონები და შენადნობები, გაწყალბადება, ნანონაწილაკები და სხვ.).

განსაკუთრებული ადგილი უკავია კვლევებს ბირთვულ ფიზიკაში. კერძოდ, პოლარიზებული ნეიტრონებისა და პოლარიზებული ბირთვების ურთიერთქმედების შესწავლას. შეისწავლება ნეიტრონების ბირთვული პრეცესია (ბირთვული ფსევდომაგნეტიზმი). კვლევები ტარდება ერთობლივად ბირთვული კვლევების საერთაშორისო გაერთიანებული ინსტიტუტის ი. ფრანკის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიასთან (დუბნა, რუსეთი). შესაბამისად ამ ლაბორატორიაში იქნა გადატანილი თავის დროზე ჩვენს ინსტიტუტში შექმნილი ექსპერიმენტული დანადგარი, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მრავალფუნქციონირებადი დანადგარი "კოლხიდა".

თემატიკა:

  1. იონური კრისტალების (ტუტე ჰალოიდები, ტუტე მიწათა ოქსიდები) ოპტიკო–მექანიკური თვისებების კომპლექსური შესწავლა გარე ველების ინდივიდუალური და კომბინირებული ზემოქმედების შემდეგ.

  2. შენადნობების თერმოდრეკად მარტენსიტულ გარდაქმნათა თვისებები (აკუსტიკური სპექტრომეტრია და კალორიმეტრია).

  3. სტრუქტურული გარდაქმნებისა და აბრიკოსოვის გრიგლების დინამიკის აკუსტიკური სპექტრომეტრია მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში.

  4. სტრუქტურული გარდაქმნები და რელაქსაციური მოვლენები ლითონურ მინებში (აკუსტიკური სპექტრომეტრია).

  5. რეალური კრისტალების თერმოდინამიკური თვისებები: ფონონური სპექტრის ცვლილება სხვადასხვა დეფექტების გავლენით (რეზონანსული, ღრეჩოსშიდა და მატრიცული რხევების სპექტრი).

  6. კერამიკული მაღალტემპერატურული ზეგამტარების კალორიმეტრია.

  7. წყალბადშემცველი ლითონებისა და შენადნობების თერმოდინამიკური თვისებების კალორიმეტრია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში.

  8. ბიოლოგიური ობიექტების (კოლაგენის) თერმოდინამიკური თვისებების კალორიმეტრია.

  9. ნანონაწილაკები (მიღება, აქტივაციური მოვლენების კვლევა).

  10. ნეიტრონების ბირთვული პრეცესია – ბირთვული ფსევდომაგნეტიზმი.

  11. მაგნიტური სტრუქტურების განსაზღვრა მონოკრისტალებში პოლარიზებული ნეიტრონებით.

  12. ბრტყელი ელექტრომაგნიტური ტალღის ურთიერთქმედება თბური პოლარიზებული ნეიტრონების ნაკადთან.

  13. ფოტოკატალიზის რეაქციაში (მზის ენერგიის გამოყენებით წყლის დაშლა წყალბადად და ჟანგბადად) გამოყენებული TiO2–ის ნანოფხვნილების ფოტოკატალიტური თვისებების გაუმჯობესება წყალბადის ენერგეტიკაში გამოყენების მიზნით.